x
image
worldsport.ge
“რეალს” ანჩელოტის კომპენსაცია 4 მილიონი დაუჯდება

imageფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” გუნდის თავკაც კარლო ანჩელოტის დათმობს, თუკი მადრიდის “რეალი” კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს გადაიხდის. ფრანგული პრესის ცნობით, ამ თანხაზე ორივე კლუბი ერთხმად თანხმდება.
გასარკვევი ისაა, ვინ იქნება ანჩელოტის თანაშემწე “რეალში”. ამ პოსტზე დანიშვნის ყველაზე დიდი შანსი ზინედინ ზიდანს აქვს, რომელიც “სამეფო კლუბის” სპორტულ პროექტებს ხელმძღვანელობს. “ზიზუს” გარდა, ანჩელოტის თანაშემწეობას უწინასწარმეტყველებენ ფაბიო კანავაროსა და ერნან კრესპოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ანჩელოტის დანიშვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0