საზოგადოება თამარ ჩერგოლეიშვილის წერილი "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს 2013, 6 ივნისი, 9:30 არავისთვის უცხო არაა უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლისა და თავად ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თამამი და ცინიკური შინაარსის მქონე მიმართვების წაკითხვა, რომელთაც ქალბატონი თამარი უხვად აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ახალი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიმართ. ამჟამად მისი სამიზნე საქართველოს პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა "ვაშინგტონ პოსტის "რედაქციის გაკრიტიკების გამო.საქმე ეხება ორიოდე დღის წინ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პასუხი გასცა "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს : - " იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულ გამოცემას საქართველოში ჟურნალისტი არ მოუვლენია, რჩება ეჭვი, რომ მათ ინფორმაცია სააკაშვილის ლობისტებისგან აქვთ"-განაცხადა პრემიერმა. თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვაში, რომელიც მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: -" მინდა იცოდეთ, რომ აქ ერთობ უხერხული სიტუაცია გვაქვს - როგორც კი თქვენი სარედაქციო საბჭო ჩვენი მილიარდელის გაკრიტიკებას გადაწყვეტს, პრემიერი ყალყზე დგება და ჩემს ქმარს გიგა ბოკერიას პროკურატურითა და დაპატიმრებით ემუქრება.ივანიშვილი ირწმუნება, რომ სწორედ ბოკერია უხდის ქართველი ხალხის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს ფულს, რათა ივანიშვილზე ტყუილები გამოაქვეყნონ.სამწუხაროდ ეს ხუმრობა არაა.ვშიშობ, ამ ექსცენტრიულ ოლიგარქს მართლა სჯერა, რომ ქართველ გადამხდელთა ფული "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს აიძულებს წერილების წერას. მინდა ამ წერილის კითხვისას სიცილს ვერ იკავებდეთ და სიმართლე გითხრათ, ვერც მე ვიკავებ.და ბოლოს, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოს ეს შეშლილი მართავს'"._ პატივისცემით თამარა" - წერს ჩერგოლეიშვილი. ასეთი ირონიით ასრულებს თავის წერილს ჩერგოლეიშვილი და აპირებს, რომ აღნიშნული მიმართვა გაუგზავნოს ცნობილი ამერიკული გაზეთის სარედაქციო საბჭოს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რას გადაწყვეტს სკანდალური წერილის ავტორი. 179 26-ს მოსწონს 1-ს არა |
სტატია კარგია
მომეწონა სტატია :)))