ფეხბურთი ნაკლებად კონტაქტური მესი 2013, 2 ივნისი, 12:06 კატალონიის “ბარსელონას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლაიონელ მესი ამბობს, რომ უკვე ორი წელია, რაც მოუცლელობის გამო საერთოდ ვერ ახერხებს მისთვის მიწერილი წერილების კითხვას და ამისათვის გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს უხდის. “ჩემი ცხოვრება მთლიანად ფეხბურთსა და ჩემს პატარა ვაჟიშვილს უკავშირდება. მე დიდ პატივს ვცემ იმ ქალბატონებს, რომლებსაც მთელი გულით ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი გულიც დაკავებულია და პირადი ცხოვრებაც ისე მაქვს მოწყობილი, როგორც ვოცნებობდი“ – ამბობს ლეო მესი. 459 2-ს მოსწონს
|