ფეხბურთი სერგეი რებროვი: “იტალიამდე კალაძისთვის კიევის “დინამოში” დამკვიდრებაც არ იყო იოლი” 2013, 1 ივნისი, 16:28 კიევის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა შემტევმა სერგეი რებროვმა კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის შემდეგ “სოვეტსკი სპორტის” ჟურნალისტს უთხრა: “კალაძე საოცარი ხასიათის, მიზანმიმართული ადამიანია. “მილანში” გატარებული 10 წელიწადი ამის დასტურია. თუმცა, თავიდან არც კიევის “დინამოში” დამკვიდრებულა იოლად. ვფიქრობ, ფეხბურთში მიღებული გამოცდილება პოლიტიკურ კარიერაშიც გამოადგება. მან იცის, რა არის მიზანი და როგორ მიაღწიოს მას. იმედი დავიტოვოთ, რომ მინისტრის რანგში ის ისეთივე სიხარულს მოუტანს მილიონობით ადამიანს, როგორც ამას საფეხბურთო მოედაზე აკეთებდა”. 685 1-ს მოსწონს
|