საზოგადოება კალაძეების ძლიერი ქართული ოჯახი დღეს საქართველოში მთავარი მასპინძელია 2013, 31 მაისი, 11:39 ქართული საზოგადოება დღეს, 31 მაისს კიდევ ერთ უმშვენიერეს და დაუვიწყარ თარიღს ჩაწერს ისტორიაში.მოგეხსენებათ, ყოფილი ფეხბურთელის კახი კალაძის გასაცილებელ ცერემონიაზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის დინამოს სტადიონზე იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ სტუმარს ელოდებიან.საქართველო დღეს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის და "მილანის"ახალ მწვრთნელს კლარენს ზეედოფს უმასპინძლებს.
მოუთმენლად ელოდება ოჯახიც დღევანდელ დღეს და
განსაკუთრებით მისი უმშვენიერესი მეუღლე ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი მეუღლით და საკუთარ წარმატებებსაც მშობელი დედის შემდეგ კახის ზედმეტ მზრუნველობას "აბრალებს': - " ამ ბოლო დროს კახის ყველაფერს ვუყვები, რაც მასზე მესმის და ხანდახან რჩევებსაც ვაძლევ.პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად 31 მაისისთვის განსაკუთრებული სამზადისი გვაქვს - ამ დღეს კახის ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩია დაგეგმილი... ცნობილია, რომ ყველა ფეხბურთელი ჩამოვა, ვისაც მასთან ერთად გუნდში უთამაშია... მოუთმენლად ველოდები ამ დღეს".- აცხადებს "კალას" მეუღლე ანუკი არეშიძე. საზოგადოება არასოდეს დაიღლება საამაყო ქართულ ოჯახებზე საუბრით, მით უმეტეს როცა ოჯახი - ახალგაზრდაა, მყარია და თან წარმატებულია.კახი კალაძის საფეხბურთო ან პოლიტიკურ წარმატებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ანუკისაც საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს, რასაც მეუღლის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდიო - აცხადებს.დიდებული საფეხბურთო ერთ-ერთ ინტერვიუში ანუკი არეშიძე ამბობს: -"ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, გაცილებით მეტ ადამიანს დავეხმარებოდი და ურთიერთობებს უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი...".ეს ის სიტყვებია, რომელიც ნებისმიერი ქართველის სულს მოესალბუნება(დიდი ილია და ლელთღუნია გამახსენდა, ოღონდ "მოსალბუნება" იქ სულ სხვა კონტექსტში იყო მოყვანილი), ნებისმიერი ქართველის გულს დაედება მალამოდ.ახალგაზრდა, წარმატებული და მშვიდი ქალბატონი, რომელიც ბედნიერად კარიერა, წარმატებული პოლიტიკოსი და წარმატებული მინისტრი კახი კალაძე დღეს ფეხბურთს საბოლოოდ ემშვიდობება და მის გვერდშია ქართველი ერი. გრძნობს თავს კახისთან და ოჯახთან ერთად, აცხადებს, რომ მისი წონასწორობიდან გამოყვანა მხოლოდ ტყუილსა და უსამართლობას შეუძლია.(იქნებ, აწი მაინც მოახერხოს ერმა ტყუილისა და უსამართლობის გარეშე ცხოვრება...). რაც შეეხება ანუკის სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში ახალი ბრენდი "ანუკი და ბიჭოლა" შეემატება ქართულ ბაზარს, რომელიც ალბათ ისევე ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, როგორც თუნდაც დღევანდელი ისტორიული დღის აღნიშვნის ცერემონია. ბოლოს კი წარმატებული და ლაღი ცხოვრება მინდა ვუსურვო კალაძეების მშვენიერ ოჯახს. ოჯახს, რომელიც ქართულ ტრადიციებზე ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას. 694 21-ს მოსწონს 4-ს არა
|