ფეხბურთი ივანაუსკასი არ გამორიცხავს,რომ გახდება ერთ-ერთი ქართული გუნდის მწვრთნელი 2013, 29 მაისი, 16:47 წარსულში ცნობილი ლიტველი ფეხბურთელი, ამჟამად კი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი არ გამორიცხავს, რომ მალე ერთ-ერთი ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ დღეს თავად ვალდასმა გვითხრა. ლიტვაში მყოფმა ივანაუსკასმა ტელეფონით გვაცნობა, რომ "ქართულ ფეხბურთთან ურთიერთობას აგრძელებს". "მე მაქვს რამდენიმე წინადადება სხვადასხვა ქვეყნის გუნდებიდან, ცოტა ხანში გადაწყდება ეს საკითხი, არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ქართული გუნდის მთავარ მწვრთნელად ვიმუშაო", - თქვა ვალდასმა და დასძინა: "ჯერ არ გეტყვით, რომელ გუნდზეა საუბარი". თენგიზ პაჭკორია 22 შეფასება არ არის
|