საზოგადოება რატომ აღიზიანებთ აფხაზებს საქართველოს პატრიარქის ილია II სტუმრობა ჩვენს მიწაზე 2013, 28 მაისი, 17:01 როგორც აფხაზეთის დე - ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, აფხაზ მორწმუნეთა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სულიერი კავშირი 90 - იან წლებში, სამხედრო კონფლიქტის შედეგად გაწყდა და ეს იყო მიზეზი ანქვაბის მხრიდან სიტუაციის დარეგულირებაში რუსეთის საპატრიარქოსთვის მიემართა, რითაც უგულებელყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქო.ანქვაბის მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ: -"მიუხედავად მსოფლიო პატრიარქის უდიდესი პატივისცემისა, კონსტანტინეპოლი, მრავალი ფაქტორით ჩვენგან ძალიან შორს დგას...ამასთან გვახსოვს რა აფხაზური და რუსული მართლმადიდებლების ისტორიული კავშირები, მივიჩნევ, აფხაზეთის ეპისკოპოსი მოსკოვის საპატრიარქომ უნდა დანიშნოს"... თითქოს დაივიწყა მართლმორწმუნე გაზეთის რედაქტორი სკანდალურ განცხადებს აკეთებს, რაც ზედმეტად თავმოყვარე ერისთვის ადვილად მოსასმენი კი არა, მიუღებელია.მისი თქმით:- "ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომელიც ქართულ - აფხაზური ომის დასრულების შემდეგ გავიდა, ყოველ წელს ისმის ილია II-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთში ჩამოვა, მაგრამ აქამდე ის აქ არავის უნახავს. ვფიქრობ, მას თავადაც არ სჯერა მაინცდამაინც ამგვარი ვიზიტის განხორციელების რეალობა.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ვარიანტები იყო გამოყენებული, ხან მარტო აპირებდა ჩამოსვლას, ხან ალექსი II-ის თანხლებით, შემდეგ კირილთან ერთად, ახლა კი ბართლომეოსი გამოჩნდა.იცვლება სახეები ვისთანაც ერთად საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ რეალობაში არ იცვლება ერთადერთი - ის, რომ ამგვარი ვიზიტი აბსოლუტურად შეუძლებელია".- აცხადებს გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგმა. 115 18-ს მოსწონს 4-ს არა
|