x
image
ვიზა კოხაძე
რა არ მოსწონს კობა ნარჩემაშვილს ახალი ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის

imageშევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, (მოგეხსენებათ სააკაშვილის მთავრობაშიც მუშაობდა ისევ შს მინისტრად, მაგრამ სხვა მაღალი რანგის პოლიციელების მსგავსად ისიც დაკავებული იყო, თუმცა თავისუფლებას თავისი უდანაშაულობით ხსნის ვანო მერაბიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ხაზინის ქურდად და კრიმინალად მოიხსენიებს)რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ დაუბრუნდა სამშობლოს და კოალიცია "ქართული ოცნების" ყრილობის საპატიო წევრიც გახლდათ, დღეს ახალი ხელისუფლების მისამართით კრიტიკას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ - მინისტრს საგარეო პოლიტიკურ ხედვას უწუნებს.

imageმართალია, ნარჩემაშვილი ვანო მერაბიშვილს იმ დონის პოლიტიკოსად არ მიიჩნევს, როგორც იულია ტიმოშენკოს, მაგრამ მისი განცხადებით ივანიშვილმა შს ყოფილი მინისტრის დაკავებით მხოლოდ და მხოლოდ საშინაო მხარდაჭერა გაიმყარა.ნარჩემაშვილი თავის ინტერვიუში მერაბიშვილის დაჭერაში ქვეყნის წინსვლას ვერ ხედავს, თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ "ქართულ ოცნებას" არასოდეს არ ექნება "ნაციონალური მოძრაობის" დონის მხარდაჭერა.-"... არ დაგიმალავთ, რას ვფიქრობ მერაბიშვილის დაჭერის შესახებ - ქვეყანა, სადაც შს მინისტრებს ასე ეპყრობიან, წინ ვერ წავა, თუმცა აქ ერთი ოქროს წესი არსებობს, რომელსაც ვხელმძღვანელობდი - დანაშაული არ უნდა ჩაიდინო.დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება, ყველაფერი სააკაშვილის დამსახურებაა. მან მისცა იმპულსი ამ მოვლენებს...მერაბიშვილის დაჭერას მსოფლიოში მაინცდამაინც დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია...მაგრამ ისიც ნათელია, რომ "ოცნებას" "ნაციონალების" მსგავსი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს და არც ექნება..."

ყოფილი პოლიტიკოსი და შს ყოფილი მინისტრი ნარჩემაშვილი სააკაშვილს არაეროვნულ ინტერესებში დებს ბრალს და ამბობს: -" სააკაშვილი იმ არაეროვნულ ინტერესებს უფრო ატარებდა, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აინტერესებდათ, ივანიშვილი კი ასე არ იქცევა, ამიტომ ახლა ივანიშვილის ნომერ პირველი ამოცანაა - არსებული საშინაო მხარდაჭერის გაფრთხილება", რასაც მერაბიშვილის დაკავებით ხსნის.

რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნის მოსაზრებები, ეგ მეორე ხარისხოვანია, მთავარია მისი ე.წ. წინასწარმეტყველება არ გამართლდეს და ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ მშვიდად დაიძინოს ან მშვიდად გაიღვიძოს, რომ არ იყოს განცდა დაპატიმრების ახალ - ახალი სერიებისა, რომ ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ იმავე ხალხზე ზრუნვას შეალიოს არსებობა, რომელმაც "გაახელისუფლა".

9
305
20-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
305
  
2013, 28 მაისი, 12:37
რაო? როგორ ფიქრობს ეს ხალხი, გავგიჟდები: მერაბიშვილის დაკავებით საშინაო მზარდაჭერა გაიმყარაოოოოოოო , იმას კი არ ამბობს დამნაშავე იყო და ათასობით ოჯახი და ადამიანი გააუბედურაო ....
2013, 28 მაისი, 11:57
kargi statiaa viza:)
2013, 28 მაისი, 0:28
მოწონება ხომ მაქვს გაკეთებული მომეწონააააა. მაგრამ აი მაგას რა აქვს სალაპარაკო?
2013, 28 მაისი, 0:22
ეს პასუხი არაა.მოგეწონა სტატია?:D
2013, 28 მაისი, 0:20
ეს შენ არ გეხება სენ თავზე რატომ მიიღე? მე სტატია კი არ დამიწუნებია თვითონ კობაზე ვთქვი ...
2013, 28 მაისი, 0:06
ასე უნდა მითხრა?მადლობთ ძვირფასო.
2013, 27 მაისი, 18:29
რას ბოდიალობს.....
2013, 27 მაისი, 15:56
ნომერ პირველი კორუმპირებული პირი ეხლა ხმას იღებს კიდე
2013, 27 მაისი, 15:55
ერთი ეგაა რა.:)))
0 1 9