საზოგადოება ეროვნულ გმირს - მერაბ კოსტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა 2013, 26 მაისი, 12:05 ![]() საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 74 წლის გახდებოდა.ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი არა მარტო შეგნებული ცხოვრება, არამედ ბავშვობაც ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულსა და კეთილდღეობას შესწირა.ჯერ კიდევ მე - 10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც პირველად მოხდა მისი დაპატიმრება დედაქალაქში გავრცელებული ანტისაბჭოთა პროკლამაციების გამო, რომელიც იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციად ითვლებოდა: - "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს". სწორედ ამის გამო მოხვდნენ საპყრობილეში სკოლის მერხიდან იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახის შვილები და რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიაც.თუმცა როგორც არასრულწლოვანი - მერაბ კოსტავა ექვსი თვის შემდეგ პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.ეს იყო მისი პირველი დაპატიმრება. ამას მოჰყვა 1977 წელს ზვიადთან ერთად დაპატიმრება, საბაბი კვლავ ანტისაბჭოთა პროპაგანდა გახლდათ, კონკრეტულად კი ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა.80 - იანი წლებიდან იგი ირკუტსკის ოლქში იქნა გადასახლებული, სადაც მას სასჯელი არ აკმარეს და 5 წელი კიდევ დაუმატეს.როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მას ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ თავად სუკის აგენტები."მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც" - იხსენებენ მერაბ კოსტავას მეგობრები.ტრაგიკული და ტკივილიანი იყო მისი ცხოვრება, როცა მისმა 25 წლის ვაჟკაცმა ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე.1987 წელს სამშობლოში დაბრუნებულს 10 - წლიანი პატიმრობის შემდეგ არა ერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან მუსიკის პედაგოგობა არჩია. ![]() მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას მოჰყვა სწორედ ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება, და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.სისხლიანი 9 აპრილი - საკუთარი ხალხის გვერდით ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა, უშიშრად იდგა და ელოდებოდა დაპატიმრებას და არა ქართველი ერის ხოცვა-ჟლეტას.სიყვარულით მას 9 აპრილის ღამეს "შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ, მას არა ერთხელ ჰკითხეს, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, რაზეც ის პასუხობდა:-"მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო". სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულს სოფელში წასვლაც არ დასცალდა, ისეთი უბრალო უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ![]() უდიდესი ქართველი, ეროვნული გმირი, საქართველოს მეხოტბე და მგალობელი მერაბ კოსტავა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ისაუბროს ყველა ქართველმა, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 74 წლის გახდებოდა. 75 24-ს მოსწონს 1-ს არა
|