x
image
worldsport.ge
აბიდალი შესაძლოა “ლიონში” დაბრუნდეს

imageსაფრანგეთის ეროვნული საფხებურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა, შესაძლოა, კარიერა “ლიონში” გააგრძელოს.
33 წლის აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს და ამის გამო დიდი დრო გაუცდა. შედეგად, მან “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ერიკს კატალონიელებთან კონტრაქტი მომავალ თვეში უმთავრდება და კლუბის ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, თუ აბიდალმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, მაშინ “ლიონში” დაბრუნდება, საიდანაც თავის დროზე “ბარსელონაში” გადავიდა.
მიმდინარე სეზონში აბიდალმა “ბარსელონას” შემადგენლობაში პრიმერა დივიზიონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0