x
image
worldsport.ge
აგუერო “სიტიდან” არ მიდის

image“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ დაადასტურა, რომ კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩება.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა გამოცემები იუწყებოდნენ, რომ არგენტინელ თავდამსხმელს “რეალში” გადასვლა სურს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, “სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ განაცხადა, რომ აგუერო წასვლას არსად აპირებს.
თავად ფეხბურთელმა სორიანოს სიტყვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ მანჩესტერში ძალიან ბენიერია:
“ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჭორები ყოველთვის ვრცელდება. “სიტიში” ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტით კიდევ სამი წელი დამრჩა და “სიტისთვის” გარჯას თავდაუზოგავად ვაპირებ. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ჭორებია”, – იუწყება აგუეროს სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0