x
image
ვიზა კოხაძე
რატომ დატოვა სკანდალურმა რესპოდენტმა კახა ბენდუქიძემ სკანდალით სტუდია
image
ექსმინისტრი და დღეს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი კახა ბენდუქიძე ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არასოდეს გამოირჩეოდა ტკბილსიტყვაობითა და მოკრძალებული პასუხებით, თუმცა ამჯერად ბენდუქიძის მოწვევამ სტუდიაში ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა, რაც მისი მხრიდან მიკროფონის დემონსტრაციულად გამოგლეჯითა და უხამსი სიტყვებით გამოიხატა (მოგეხსენებათ, ეს კახა ბენდუქიძის ჩვეული სტილია).

რამ გააღიზიანა ექსმინისტრი, ყოფილი ბიზნესმენი და აგრარული უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი კახა ბენდუქიძე?

image
სტუდიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, (რაც სოციალური ქსელებისა და მედიის აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენს ბოლო დღეებში) საუბრობს გადაცემის წამყვანი ემა ტუხიაშვილი და ამბობს, რომ მას ჟურნალისტური მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე მსგავსი ნეგატიურად განწყობილი რესპოდენტი არასოდეს ჰყოლია.მისივე თქმით, ბენდუქიძის პიროვნებიდან გამომდინარე წინასწარ ჰქონდა კითხვები მომზადებული, რომელიც ეხებოდა როგორც მის ბიზნეს საქმიანობასა და სახელმწიფო მოღვაწეობას, ასევე სხვადასხვა პირად მოტივებსაც.ერთ - ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი იმასაც ამბობს: - "გადაცემის დაწყებისას ვთქვი, რომ ბენდუქიძე, ვინც არ მოსწონს, იმას შორს და მშვიდად ისტუმრებს - მეთქი და თვითონ არ ამიხდა ჩემივე ნათქვამი".

როგორც ჟურნალისტის საუბრიდან ირკვევა, ბენდუქიძე ახალი ხელისუფლების მისამართით დასმულ ყველა კრიტიკულ შეკითხვას 'სიამოვნებით" პასუხობდა მისთვის ჩვეული ინტერპრეტანციით, მაგრამ როდესაც შეკითხვა "ნაციონალური მოძრაობასა" და ყოფილ ხელისუფლებას შეეხო, გაბრაზებულმა ბენდუქიძემ ჯერ მიკროფონი მოიგლიჯა, შემდეგ კი უხამსი სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს და თავად ტუხიაშვილიც კი ჩაითრია უხამს გამონათქვამში, იმ გაგებით, რომ როცა ბენდუქიძემ დასმული შეკითხვა "ყ...ბად" შეაფასა, გაბრაზებულმა ჟურნალისტმაც იგივე სიტყვით შეუბრუნა კონტრშეკითხვა რესპოდენტს.


გადაცემის წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა ბოდიშიც კი მოუხადა საზოგადოებას აღნიშნული გამონათქვამის გამო და ამაყად განაცხადა, რომ მან შეძლო დაუმორჩილებელი და ბილწსიტყვაობით ყველასთვის კარგად ცნობილი კახა ბენდუქიძის დამარცხება, რომელმაც ზუსტად იგრძნო დარჩენილი შეკითხვების შინაარსი, რის გამოც მან სკანდალი მოაწყო და გაბრაზებულმა დატოვა სტუდია.

1
60
19-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
60
  
2013, 26 მაისი, 20:32
უზრდელია ეს კაცი.
0 1 1