x
image
worldsport.ge
გენადი სოლოვიოვი: „ბოდიშს ვიხდი გაუფრთხილებელი ფრაზისთვის“

imageორიოდ დღის წინ მოსკოვის დინამოს პრეზიდენტის გენადი სოლოვიოვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინტერვიუს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. მასალა „დინამო თბილისის“ პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.
რომან ფიფია /“დინამო თბილისის“ პრეზიდენტი/:სიმართლე გითხრათ ძალიან არასასიამოვნო გახლდათ ჩემი კოლეგის ინტერვიუს გაცნობა. ამავდროულად ეჭვი არ შეგვპარვია, რომ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე. მე არ დამიმალავს ჩემი გაკვირვება და წყენა მოსკოვის „დინამოში“ ჩვენს პარტნიორებთან საუბრისას, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსკოვის დინამოს პრეზიდენტის მხრიდან შემდეგი სახის განმარტება მივიღეთ, რომელიც ჩვენ და ვფიქრობ ჩვენს საზოგადოებრიობასაც სრულად დააკმაყოფილებს.
სკ დინამო „მოსკოვის დინამოს“ პრეზიდენტი გენადი სოლოვიოვი: გულწრფელად ვწუხვარ, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მისამართით ნათქვამი სიტყვები ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხყოფად იქნა აღქმული. ბოდიშს ვიხდი გაუფრთხილებელი ფრაზისთვის. ჩემს მიერ ნათქვამი არამც და არამც არ ეხებოდა ეროვნებებს, ან ჩვენს შორის ურთიერთობებს. საუბარი გახლდათ უტიფრულ საქციელზე და „ალანიას“ ერთ-ერთ ფეხბურთელზე მოსკოვის დინამოსთან შეხვედრაში. ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ პირადად მე და საფეხბურთო კლუბი „დინამო მოსკოვი“ მოწადინებულია განავითაროს და განამტკიცოს ძმური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობის მატჩის გამართვა თბილისში. ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. უღრმესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ქართველი ხალხის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ. ამიტომ მზად ვარ კიდევ ერთხელ მინდა მოგიხადოთ ბოდიში, თუ ჩემდაუნებურად, შევეხე ან შევურაცხყვე იმ ადამიანების გრძნობები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა საფეხბურთო ინციდენტთან, რომელიც ვლადიკავკაზში გამართულ მატჩში მოხდა.
გთავაზობთ გენადი სოლოვიოვის წერილის ორიგინალს
Искренне сожалею, что мои слова по поводу одного конкретного футболиста были восприняты как оскорбление в адрес всего грузинского народа. Приношу свои извинения за неосторожную фразу . Сказанное мною ни в коем случае не имело отношения к национальностям, или отношениям между нами. Речь шла исключительно о хамском поступке и словах отдельно взятого игрока команды «Алания» в матче против московского «Динамо». Всегда подчеркивал, что я лично и футбольный клуб «Динамо» Москва выступают за развитие и укрепление братских отношений между Грузией и Россией, именно поэтому мы решили организовать в Тбилиси «Матч дружбы» между нашими командами. Безо всяких подоплек. С огромным уважением отношусь к грузинскому народу, грузинским футболистам, многих из которых знаю лично. Поэтому готов еще раз извиниться, если, не желая того, затронул или оскорбил чувства людей, не имеющих никакого отношения к футбольному инциденту на матче во Владикавказе. Президент ФК «Динамо» Москва


Геннадий Соловьев


www.worldsport.ge

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0