x
image
worldsport.ge
მოურინიოს “ჩელსიში” 2 ივნისს წარადგენენ

imageჟოზე მოურინიო, რომელთანაც ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალმა” ხელშეკრულება გაწყვიტა, ლონდონის “ჩელსისთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ, ბრიტანული BBC-ი იუწყება.
2 ივნისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ოსასუნასთან” დასკვნითი მატჩის მომდევნო დღეს, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც მოურინიოს “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში წარადგენენ. ამგვარად, პორტუგალიელი ლონდონურ კლუბში ბრუნდება, სადაც 2004-2007 წლებში მუშაობდა. “ჩელსის” თავკაცის პოსტზე, ის რაფაელ ბენიტესს შეცვლის.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0