x
image
worldsport.ge
L’Equipe: პსჟ-მ რუნისთან მოლაპარაკებები დაიწყო

imageალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება უეინ რუნიმაც გადაწყვიტა. ჩვენი ფრანგი კოლეგები ამბობენ, რომ თავდამსხმელის გადაწყვეტილება, შესაძლოა, გუნდში დევიდ მოიესის მისვლას უკავშირდებოდეს, რომელთანაც რუნის, რბილად რომ ვთქვათ, თბილი დამოკიდებულება არ ჰქონია.
L’Equipe-ს ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონმა, “პარი სენ ჟერმენმა, ” უკვე დაიწყო მასთან მოლაპარაკება. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ შეტევაში რუნი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩინებული მეწყვილე იქნება. გამოცემა ასევე დასძენს, რომ ბოლო დროს რუნი პარიზელთათვის მეტად პრიორიტეტული გახდა, ვიდრე “ნაპოლის” ურუგვაელი ედინსონ კავანი, რომლის გადაბირებასაც ისინი უკვე კარგა ხანია ცდილობენ.


www.worldsport.ge

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0