მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა გენადი სოლოვიოვმა ალექსანდრ კოკორინისა და გიორგი ჭანტურიას ჩხუბს ასეთი კომენტარი გაუკეთა: "კოკორინის ადგილზე, ამ ქართველს მოვკლავდი".
როგორც იცით, კოკორინს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, ჭანტურიას კი - 8-მატჩიანი.
"საწყენია, რომ კოკორინმა ვერ მოითმინა, მაგრამ მას ვუგებ. ეს ქართველი მივარდა, შეაფურთხა, დაარტყა, მერე კი დედის გინება დაუწყო. ამ მომენტში კოკორინს ვიცავ, მსგავს სიტუაციაში სახეში უნდა დაერტყა. და საერთოდაც, კოკორინის ადგილზე, მას მოვკლავდი!".
ცნობისთვის, სოლოვიოვი რამდენიმე თვის წინ თბილისში იყო ჩამოსული მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge