x
image
worldsport.ge
“კალაძის მეგობრებში” გიო ქინქლაძეც ითამაშებს

imageგრძელდება საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ამჟამად კი ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩისთვის მზადება, რომელიც 31 მაისს 20:30 საათზე გაიმართება “დინამო არენაზე.” შეგახსენებთ, რომ “კალაძის მეგობრების” გუნდი იტალიის “მილანს” შეხვდება. “მილანის” წინასწარი შემადგენლობა უკვე გაგაცანით. ახლა კი ორიოდ სიტყვა “კალაძის მეგობრებზეც” ვთქვათ. მატჩის საორგანიზაციო კომიტეტიდან “მსოფლიო სპორტს” აცნობეს, რომ აუცილებლად ითამაშებს ყველა დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ქინქლაძე. გიოს თბილისში ჩამოსვლის დასტური უკვე მიუცია.
“მეგობრების” შემადგენლობა, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე და თურქული “გალათასარაის” დამრიგებელი, ფათიხ თერიმი გაწვრთნიან, ჯერ კიდევ ზუსტდება და რამდენიმე დღეში საბოლოო სახეს მიიღებს. დღევანდელი ინფორმაციით კი ვითარება ასეთია:
მეკარე: ზვიად სტურუა
მცველები: კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, მურთაზ შელია, ლევან კობიაშვილი, ფაბიო კანავარო (იტალია), ახრიკ ცვეიბა (რუსეთი)
ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, უმით დავალა (თურქეთი), ანდრეი გუსინი (უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, სერგეი რებროვი (უკრაინა), ჰაქან შუქური (თურქეთი)


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0