x
image
worldsport.ge
“მანჩესტერ იუნაიტედს” ალკანტარას შეძენა სურს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა “ბარსელონადან” 18 მილიონ ევროდ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას შეძენას აპირებს. ამის შესახებ ესპანური Marca იუწყება.
სწორედ ეს საკომპენსაციო თანხაა მითითებული 22 წლის ალკანტარას კონტრაქტში, რომელსაც ბრაზილიისა და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. მან “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2 წლის წინ გაახანგრძლივა და კატალონიელების მიერ 90 მილიონ ევროდ შეფასდა. თუმცა, ფეხბურთელის ღირებულება 5-ჯერ შემცირდა, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში ალკანტარამ ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. საერთო ჯამში მან მოედანზე 1400 წუთი დაჰყო.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0