x
image
worldsport.ge
ტაარაბტს სოლიდური ჯარიმა დააკისრეს

image“ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ადელ ტაარაბტი დისციპლინის სისტემატიურად დარღვევისთვის 60000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
მაროკოელი ფეხბურთელი გამუდმებით უარს ამბობდა აწონვაზე და ვარჯიშებზე რეგულარულად აგვიანებდა. ამის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მის გაშვებას არ აპირებს.
2012-2013 წლების სეზონში, 23 წლის ტაარაბტმა ინგლისის პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა, თან 5 საგოლე პასიც მიითვალა.
www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0