საზოგადოება როგორ შეაფასა პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 17 მაისის აქცია და დაისჯებიან თუ არა ე.წ. "მოძალადეები" 2013, 22 მაისი, 5:41 ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ის რაც 17 მაისს დედაქალაქის ცენტრში ხდებოდა, მართლაც რომ ისტორიული დღე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ახალი - "ჭინჭრების რევოლუცია" დაიწყო.(ჭინჭრების იმიტომ, საზოგადოების ერთი ნაწილი ჭინჭრებით ხელდამშვენებული გამთენიიდან ელოდებოდა აქციის მონაწილეებს ) .(რევოლუცია, რომლის მსგავსი თანამედროვე მსოფლიომ 1979 წელს ირანში იხილა). პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება აქციასთან დაკავშირებით.მისი თქმით შს მინისტრს აქვს საფუძვლიანი ეჭვები აქციის დარბევის გარედან მართულობის შესახებ, აგრეთვე დარბევის დაფინანსების შესახებ, რაშიც ბოლომდე ეთანხმება მინისტრს და აცხადებს: - "ის, რაც მოხდა 17 მაისს, ეს იყო სირცხვილი.აქვე ვიტყვი, რომ ეს არ იყო არც ქართული ხასიათი და არც ქრისტიანობა...ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, ძალადობას არც ქრისტიანობა ქადაგებს და არც თუნდაც ქართული ხასიათი... რეაქცია პოლიციისა იყო ნამდვილად ადეკვატური, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ეკლესიის მსახურება ვერ იქნება ალიბი ვერავისთვის...ყველანი დაისჯებიან, ვინც ძალადობდა აქციაზე... მთავარ სიტყვას იტყვის გამოძიება. ის რაც მოხდა 17 -ში, ეს არ მომხდარა ბუნებრივად..."
როგორც საინფორმაციო საშუალებებით ირკვევა, აქციის დარბევის 4 მონაწილე დაკავებული იყო ხულიგნობის მუხლით ( რომელთა სასამართლო პროცესს პოლიტიკოსებიც და მათი თანამოაზრენიც ესწრებოდნენ, რადგან მათ ოთხივე დაკავებული "ღირსების"პატიმრებად შერაცხეს), მაგრამ 100 - 100 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა სასამართლომ.თუ რა ბედი ელით აქციის დარბევის დანარჩენ მონაწილეებს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია პრემიერისა და შს მინისტრის როგორც პოზიცია, ასევე გადაწყვეტილებაც, რომ "ეკლესიის მსახურება ვერავისთვის ალიბი ვერ იქნება". 42 31-ს მოსწონს 3-ს არა
|