მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
რაც აქამდეც ცნობილი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა. მადრიდის დროით 20 საათზე, ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენცია მოიწვია, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. “რეალის” პრეზიდენტის განცხადების თანახმად, 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მოურინიო “რეალს” დატოვებს.
პრეზიდენტის განცხადებით, “რეალის” მომავალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ კლუბი ამ მიმართულებით მუშაობს. “რეალში” გატარებული 3 წლის განმავლობაში, ჟოზე მოურინიომ თითოჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
პორტუგალიელი, დიდი ალბათობით, ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება, სადაც ის 2004-07 წლებში მუშაობდა.
პერსკონფერენციის დროს, პერესმა ასევე გაახმაურა საპრეზიდენტო
არჩევნების თარიღი. “რეალის” პრეზიდენტობისთვის ბრძოლა 16 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას თავად პერესიც მიიღებს.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge