პრემიერლიგაში საუკეთესოებად ფერგიუსონი და ბეილი აღიარეს
2013, 17 მაისი, 18:47
მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგამ საუკეთესო მწვრთნელად სერ ალექს ფერგიუსონი დაასახელეს. ამის შესახებ, Sky Sports-ი იუწყება. ფერგიუსონი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს, საუკეთესოდ მეთერთმეტედ აღიარეს. პირველად მან ეს ჯილდო 1992-1993 წლებში მიიღო. პრემიერლიგამ საუკეთესო მოთამაშედ უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი აღიარა. სხვათა შორის, ბეილი “ტოტენჰემისა” და უელსის პირველი წარმომადგენელია, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.