“ბარსელონაში” “სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ ნეიმარის გადასვლის საკითხი თითქოს დასასრულს მიუახლოვდა და მოულოდნელად ისევ ჩიხში შევიდა. ესპანური პრესის ცნობით, ამჯერად მიზეზი ფეხბურთელის მამაა.
კატალონიური კლუბის წარმომადგენელი რაულ სანლიენი ბრაზილიაშია ჩასული და ტრანსფერზე წერტილის დასასმელად აქტიურ მოლაპარაკებას მართავს. სპორტული გამოცემების მთელი რიგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სანტოსი”, რომელსაც ნეიმარზე 55 პროცენტი ეკუთვნის, უკვე თანახმაა “ბარსელონას” შეთავაზება მიიღოს. საინვესტიციო ჯგუფ DIS-ს 40 პროცენტი აქვს, ხოლო კომპანია Teisa-ს – 5 პროცენტი.
ნეიმარის მამა ტრანსფერის თვე-ნახევრით გადადებას ითხოვს, ვიდრე კონფედერაციის თასი არ გაიმართება, აქაოდა, ამ ტურნირის შემდეგ ჩემი შვილის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზრდებაო.
www.worldsport.ge