x
image
worldsport.ge
ბლატერი: “ზაფხულში ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უაზრობაა”

image“ივნის-ივლისში ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უაზრობაა. მოგეხსენებათ, ეს უდიდესი შეჯიბრება არა მარტო სტადიონებია, რომლებიც შეიძლება კონდიცირებით გააგრილო, ეს კიდევ უამრავი ღონისძიებაა ტურნირის გარშემო, - უთხრა ფიფას პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა ჟურნალისტებს, - 2010 წელს, როცა 2022 წლის მუნდიალის მასპინძელს ვირჩევდით, ფიფას აღმასკომის ყველა წევრმა მიიღო შეტყობინება ასეთ პირობებში ტურნირის ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ, მაგრამ საქმეში სხვადასხვა დონეზე პოლიტიკოსები ჩაერივნენ და საბოლოოდ გეოპოლიტიკამ თავისი საქმე გაკეთა. თუმცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, თითქოს კენჭისყრის დროს ვინმეს რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ ფული აეღოს. თუმცა, ეთიკის კომიტეტს შეუძლია გამოძიება დაიწყოს. კარგი იქნებოდა დაგვემტკიცებინა, რომ ყველაფერი სამართლიანად და კანონის დაცვით მოხდა.”


www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0