x
image
ვიზა კოხაძე
"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. კოჰაბიტაციით დაბლოკა წინასაარჩევნო დაპირებები
image
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ გაუცრუა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები და კოალიცია "ქართული ოცნების" ე.წ. კოჰაბიტაციით საბოლოოდ თუ არ დროებით მაინც დაიბლოკა წინა საარჩევნოდ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი.წინა ხელისუფლების დროს აღზევებული ელიტური კორუფცია ახლაც ტოტალურად გრძელდება, ისევე როგორც ხალხისთვის წართმეული ქონების გადანაწილებისა და ბიზნესწილების გაყოფაა ახალი ხელისუფლების ზოგიერთი აქტიური სახის ყოველდღიური საფიქრალი.

imageგავრცელებული ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ძმისშვილი სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რომელიც დავით კეზერაშვილის კუთვნილ სადაზღვევო კომპანიად ითვლებოდა.

image როგორც ირკვევა, კეზერაშვილმა თავისი ბიზნესები ჯერ კიდევ პირველ ოქტომბრამდე გაყიდა, თუმცა სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია", რომელიც ბოლო დრომდე თავდაცვის ყოფილი მინისტრის კუთვნილებას წარმოადგენდა, (რომლის დირექტორად ახლახანს საგანელიძის ძმისშვილი დაინიშნა), დამაფიქრებელია, როგორ მოახერხა კეზერაშვილმა... თუმცა ფაქტია, რომ კეზერაშვილი გარკვეული ადამიანების ხელშეწყობის გარეშე აღნიშნული კომპანიის რამდენჯერმე გაყიდვას ვერ მოახერხებდა.

კოალიცია, მოგეხსენებათ რამდენიმე პარტიისგან და სხვადასხვა შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებისაგან შედგება. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ მმართველი გუნდის რიგებშიც უხვად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირადი ინტერესებით არიან დაკავებულნი და კეზერაშვილის ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად ხალხის ბედიღბალი ნაკლებად აღელვებთ.


ელიტური კორუფცია ისევე ტოტალურად გრძელდება, ბიზნესწილების გადანაწილებაც არაა ქართული საზოგადოებისათვის უცხო, იქედან გამომდინარე, რომ არა ერთი აუდიო ჩანაწერის მოწმენი გავხდით უკანასკნელი დღეების განმავლობაში.

image

0
38
27-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0