x
image
ვიზა კოხაძე
უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

imageკანონში შესატანმა ცვლილებებმა, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეეხება, უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოების აქტიური ჩართულობა გამოიწვია. მიმდინარე დღეების განმავლობაში ტელევიზია პოლიტიკოსების შეფასებებს ახმოვანებდა აღნიშნულ imageსაკითხთან დაკავშირებით, დღეს კი 'პრაიმტაიმის" პრესკლუბში სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა ერთადერთი მოთხოვნით, რომ მოხდეს მარიხუანას ლეგალიზება.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ერთმა ნაწილმა მიმდინარე წლის 2 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა - მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიზიარონ გაეროს დასკვნა და მოხდეს მარიხუანას კრიმინალური ჩამონათვალიდან ამოღება.

image
როგორც 2 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ -" მარიხუანას მოხმარება არ არის სასურველი, მაგრამ ამის გამო დევნა დაუშვებელია".მათივე განცხადებით, 2 ივნისის აქციას ათი ათასობით მხარდამჭერი ჰყავს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ აქციაში.მათივე განცხადებით, კანონის დადგენილი წესების სრული დაცვით უახლოეს დღეებში მიმართავენ თბილისის მერიას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მიეცეთ გზის გადაკეტვის უფლება.

image
ამ ფოტოზე კი სწორედ მარიხუანას მომხმარებელია აღბეჭდილი, რომელიც არც თუ სასიამოვნოდ გამოიყურება.

დაანონსებული აქციის ორგანიზატორები : "ვახტანგ მოსიშვილი, მიშა მშვილდაძე, ქეთა გაბუნია, მაგდა გურული, ირაკლი საღინაძე და დანარჩენები აცხადებენ, რომ მათ სურთ სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, ვინც დღემდე სასჯელს იხდის ამის გამო.ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი მიესალმებიან იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომელიც ახალი ხელისუფლებიდან მოდის მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

5
891
29-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
891
  
2013, 16 მაისი, 0:59
დრო იყო როცა მიზიდავდა ეხლა სუაღარ მაინტერესებს და ვაფშე უნდა აიკრძალოს
2013, 15 მაისი, 20:56
isedac dabolili dadis exlandeli axalgaqrdoba da es undat kide???:))
2013, 15 მაისი, 20:53
კი აუცილებლად...გეების აღლუმი,ეხლა ეს და მომდევნო რა იქნება ნეტა???...იმედი მქონდა ეროვნული და მართლმადიდებელი ხალხი მომყავდა ქვეყნის სატავეში და ეს იმედი იმედია არ გამიქრება...
2013, 15 მაისი, 20:50
ესღა აკლდა ჩვენს ახალგაზრდობას ზუსტად.:(
0 1 5