x
image
worldsport.ge
“იბერია სტარი” იშლება

imageსაოცარი ამბები ხდება ამ ბოლო დროს. ჯერ იყო და, გორის “დილამ” ატეხა ერთი ამბავი, გაგვიჭირდა, თუ არ დაგვეხმარებით, ვიშლებითო და ფეხბურთის ფედერაციისა თუ სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნები დახმარებას დაჰპირდნენ, მერე “ზესტაფონმა” დაახლოებით იგივე პრობლემით შეგვახსენა თავი. ახლა კი ფუტსალის “იბერია სტარი”, გუნდი, რომელმაც სამიოდ კვირის წინათ თბილისში უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალში ითამაშა და ორმაგად პოპულარული გახდა გულშემატკივრებს შორის, ვიდრე აქამდე იყო.
ახლა კი თურმე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 1 ივნისამდე არ დაეხმარებიან, შესაძლოა, გუნდი დაიშალოს. ოთხშაბათს იბერიელებმა კლუბის ოფისში ჟურნალისტები მიიწვიეს და საგანგებო განცხადება გააცნეს. ტექსტს სრულად გთავაზობთ:
“თბილისში ახლახანს ჩატარდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც გახსნა უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ. “იბერია სტარი” ევროპაში მეოთხე ადგილს დასჯერდა. ელიტ რაუნდის შემდეგ, რომელშიც იბერიამ დაამარცხა 2010 წლის გამარჯვებული “ბენფიკა” და იტალიის ჩემპიონი “ლუპარენსე” (მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონმა 2011 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა), “იბერია სტარის” თამაში იძლეოდა სავსებით რეალურ იმედს, რომ ჩვენს გუნდს შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა. მით უმეტეს, რომ “იბერიას” ეკუთვნის ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი., რომელიც ჩემპიონთა თასის მფლობელ ‘შარლერუასთან” გამარჯვებით დაიწყო.
თბილისში ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა და მისმა შედეგმა – ალმატის “ქაირათის” გამარჯვებამ – გვაჩვენა, რომ სათანადო დაფინანსების და მხარდაჭერის პირობრბში, საქართველოს ჩემპიონს რეალურად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და 1981 წლის 13 მაისის სიხარულის გამეორება. ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ “იბერია სტარი” წლების განმავლობაში ამარცხებდა ევროპის უმდიდრეს კლუბებს.
სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის გამო, “იბერიამ “ ვერ მოახერხა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ოთხთა ფინალში მეორე შემადგენლობით წარსდგა.
ამავე მიზეზის გამო, “იბერია სტარს” არ შეუძლია შემდგომში დამოუკიდებლად არსებობა. 11 წლის მანძილზე კლუბი არსებობდა მხოლოდ დამფუძნებლის ფინანსური დახმარების ხარჯზე. შედარებისთვის: მოსკოვის “დინამოს” 15 კომპანია ასპონსორებს, “ქაირათს” – 13. არათუ ოთხთა ფინალის, ლიგის ელიტრაუნდის მონაწილე არცერთ გუნდს 10 სპონსორზე ნაკლები არ ჰყავს. ერთAერთი გამონაკლისი, სამწუხაროდ, “იბერია სტარია”.
1 ივნისს იწურება საბოლოო ვადა, როდესაც საქართველოს ჩემპიონმა “იბერია სტარმა” უეფაში უნდა წარადგინოს განაცხადი, ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონში მონაწილეობაზე.
იმ შემთხვევაში თუკი ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთის უმაღლესი ლიგის კლუბები ან მუნიციპალიტეტი უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაინტერესდებიან დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის სპონსორობით და არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქართული დროშა ევროპული სპორტის ფლაგმანთ შორის ფრიალბდეს. კლუბი გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას”.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0