x
image
worldsport.ge
საბერძნეთში გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით სკანდალი მწიფდება

imageსაბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ 24 აპრილს ქვეყნის პირველ ლიგაში ჩატარებული გარიგებული მატჩის თაობაზე უეფას მიერ გამოგზავნილი დოსიე შესაბამის ორგანოებს გადასცა.
“საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ათენის პროკურატურას, სპორტის სამინისტროსა და კომპეტენტურ ორგანოებს უეფას მიერ გამოგზავნილი, საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებული ერთ-ერთი გარიგებული მატჩის თაობაზე დოსიე გადასცა”, – იუწყება ბერძნული პრესა.
გასულ პარასკევს უეფამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას დოსიე გადაუგზავნა, 24 აპრილს, პირველ ლიგაში პსახნას “ირაკლისსა” და “ეპონომის” მატჩის შესახებ, რომელიც “ჩაწყობილი” იყო.
ბოლო ადგილზე მყოფი “ეპონომი” 52-ე წუთისთვის 0:3 აგებდა, მაგრამ 16 წუთში სამი გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს მე-4 ბურთი გაუშვა და დამარცხდა.
2013 წლის თებერვალში ევროპოლმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ჩატარებული მასშტაბური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა და საბერძნეთი იმ ქვეყნების რიცხვში შევიდა, რომელთა ჩემპიონატშიც ყველაზე მეტი ანომალიური შედეგი დაფიქსირდა.


www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0