x
image
worldsport.ge
“ლივერპულის” შეთავაზება “ბარსელონას”: რეინა ტელიოს ნაცვლად

image“ბარსელონას” თავდამსხმელ კრისტიან ტელიოს ხელში ჩაგდების მოსურნე “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ კატალონიური კლუბისთვის ახალი შეთავაზება გაამზადა. მერსისაიდელთა სამწვრთნელო შტაბი მზადაა, ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბარსელონას” 10 მილიონი ევრო გადაუხადოს ან რომელიმე ფეხბურთელში გაცვლა შესთავაზოს.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მოთამაშეთაგან ერთ-ერთია მეკარე პეპე რეინა. როგორც ცნობილია, “ბარსელონა” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ვიქტორ ვალდესს დაემშვიდობება და მისი შემცვლელი გოლკიპერი აუცილებლად დასჭირდება.


www.worldsport.ge

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0