x
image
worldsport.ge
Daily Mail: ჩივაძის მსგავსი მანამდე არ გვენახა
imageპოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა იმ მცველებზე გააკეთა ჩანახატი, რომლებსაც სხვადასხვა დროს ინგლისელი გულშემატკივრები და სპეციალისტები გაუოცებიათ. მათ შორის წერია თბილისის "დინამოსა" და საბჭოეთის ნაკრების ყოფილ კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეზე.
მაგალითად მოყვანილია 1981 წლის 4 მარტს გამართული მატჩი, როცა თბილისელებმა "ეპტონ პარკზე" "ვესტ ჰემი" 4:1 გაანადგურეს და თასების თასისკენ მიმავალ გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგეს. იშვიათია ქართველი ქომაგი, რომელსაც ჩივაძის იმ თამაშში გატანილი გოლი არ უნახავს.
"ჩივაძე იმ საღამოს ცენტრალური მცველის ისეთ ფიგურად წარმოისახა, როგორიც მანამდე არ გვენახა. "ვესტ ჰემის" ფანები განებივრებული იყვნენ ბობი მურის თამაშით, მაგრამ ჩივაძემ სხვა რამ შემოგვთავაზა: ის დაცვის ცენტრიდან წარმართავდა შეტევებს, იქ ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო და თან, ნახევარდაცვაშიც ელეგანტური მანერით გვევლინებოდა ორგანიზატორად. ეს სრულიად განსხვავებული იყო ბობი მურის სტილისგან, რომელიც მხოლოდ დაცვაზე იყო პასუხისმგებელი".
Daily Mail-ს გამორჩეული მცველების მაგალითად ასევე მოჰყავს ფრანც ბეკენბაუერი, რონალდ კუმანი, რუდი კროლი, მათიას ზამერი და რიო ფერდინანდი, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს სტატიაც სწორედ ფერდინანდის ნაკრებიდან (სადაც 81 მატჩი ჩაატარა) წასვლას მიეძღვნა.


ვიდეო
"ვესტ ჰემი"-"დინამო" 1:4


https://www.youtube.com/watch?v=L5gV8ro7KdQ


ილია ნანობაშვილი


www.worldsport.ge

1
586
6-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
586
  
2013, 22 მაისი, 10:30
კაცი ლეგენდა
0 1 1