x
image
worldsport.ge
სქოულზი წასვლას არ ნანობს

imageინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” 38 წლის ნახევარმცველი პოლ სქოულზი არ ნანობს იმას, რომ მომდევნო სეზონიდან საფეხბურთო მოედანზე აღარ გავა. ინგლისელ შუახაზელს მიაჩნია, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდება დროულად გადაწყვიტა.
“რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიცი, რომ ახლა შესაფერისი მომენტია. ტრავმების გამო, 4 თვე გამიცდა და სეზონი ისე ვერ ჩავატარე, როგორც მინდოდა. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგა მოვიგეთ და ფეხბურთიდან წასვლა ნაკლებად მიჭირს. ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი წასვლა ყურადღების ცენტრში არაა, მაგრამ ეს არაფერია. ალექს ფერგიუსონი მიდის, უეინ რუნიმაც ტრანსფერზე დაყენება ითხოვა...”, - განუცხადა სქოულმა The Telegraph-ს.
შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან, სქოულზი მანჩესტერელთა მომავალი თავკაცის – დევიდ მოიესის ერთ-ერთი თანაშემწე გახდეს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0