x
image
worldsport.ge
მესიმ სეზონი დაასრულა

imageკატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში (2:1) ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე მაინც 90 წუთის გატარება მოუწია. Goal-ის ცნობით, არგენტინელი მუხლქვეშა მყესებმა შეაწუხა, მაგრამ გუნდის თავკაცმა ტიტო ვილანოვამ ცვლილებათა ლიმიტის ამოწურვის გამო, მას დასვენების საშუალება ვერ მისცა.
“მესიმ დისკომფორტი იგრძნო. უახლოეს პერიოდში, ლეოს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების თარიღიც ცნობილი გახდება. მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ვატარებთ. “ბარსელონა” ესპანეთში საუკეთესო კლუბია. მინდოდა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოვსულიყავით. რაც არ უნდა იყოს, 1/2-ფინალში გასვლა ზედიზედ მეექვსედ მოვახერხეთ. კარგია, რომ “რეალს” პრიმერას ჩემპიონობა არ დავუთმეთ. ახლა, 100 ქულის მოგროვება გვმართებს”, - განაცხადა ვილანოვამ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მესი თვეს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდება.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
212
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0