სანამ იტალიური ”მილანის” ქომაგები საყვარელი კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზებზე ფიქრით იცხელებენ თავს... ცნობილი გახდა, რომ მილანური კლუბის ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი კლუბური გართობის დიდი მოყვარული ყოფილა.
ელ-შაარავის ჰობი და მისი გუნდის წარუმატებლობები როგორც ჩანს ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან როგორც თვითმხილველები ამბობენ, ფეხბურთელი კლუბში გვიან ღამემდე ხშირად დარჩენილა და შეუძლებელია, ასეთი ცხოვრების წესი ადამიანმა ფეხბურთს შეუხამოს.
აღსანიშნავია, რომ ელ-შაარავის საყვარელ ბარში მენეჯერად მისი გულისსწორი ესტერ ჯიორდანო მუშაობს და ”ფარაონის” ცხოვრებაც კლუბისკენ ამიტომ გადახრილა...
www.worldsport.ge