x
image
worldsport.ge
The Guardian: რონალდუ “რეალს” 2013 წელს არ დატოვებს

imageინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის დედაქალაქს უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს.
რონალდუს “რეალთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის პარალელურად, ვრცელდება ხმები, რომ პორტუგალიელის დაბრუნების სურვილს გამოთქვამს “მანჩესტერ იუნაიტედი”.
თუმცა, თუ The Guardian-ს დავუჯერებთ, კრიშტიანუ “რეალს” 2013 წელს არ დატოვებს. ის 2014 წლამდე მოიცდის და იმ დროისთვის, მადრიდელებს მისი გაშვება გაცილებით დაბალ ფასად მოუწევთ. ამასობაში, რონალდუ კიდევ ერთხელ შეეცდება “რეალს” ჩემპიონთა მე-10 თასი მოაგებინოს.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0