x
image
worldsport.ge
კოკაიამ ზესტაფონის გამგეობას კლუბის გადაბარება თხოვა

image“ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკია მზადაა, რომ საფეხბურთო კლუბი
თავისი ინფრასტრუქტურით ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას
დაუთმოს. ამის შესახებ, “ზესტაფონის” პრეზიდენტმა გამგეობას უკვე მიმართა
ოფიციალური წერილით, რომლის შინაარსიც “მსოფლიო სპორტს” კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ გააცნო.
“მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ მიიღო
გადაწყვეტილება შეწყვიტოს კლუბში ინვესტიციების განხორციელება. ვინაიდან
საქართველოში საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან
გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს, კლუბის შესანარჩუნებლად გთხოვთ, შპს
“საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი” აღირიცხოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ბალანსზე და ეს უკანასკნელი გახდეს კომპანიის 100 პროცენტიანი
წილის მესაკუთრე. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პასუხი
უახლოეს დროში შეგვატყობინოთ” – ნათქვამია წერილში.
შეგეხსენებთ, რომ ორშაბათს, 13 მაისს, “ზესტაფონის” გულშემატკივრები
ზესტაფონის გამგეობის წინ აპირებენ აქციის გამართვას: “გადავარჩინოთ
“ზესტაფონი”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
51
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
51
  
2013, 11 მაისი, 11:40
შეჭამეს ეს კაცი
0 1 1