x
image
worldsport.ge
უსტარიცი: "ბიელსა? მირჩევნია, მასზე არ ვისაუბრო"

imageესპანელმა მცველმა უსტარიცმა აღნიშნა, რომ ზამთარში სწორი არჩევანი გააკეთა - თბილისის "დინამოში" მოსვლასთან დაკავშირებით. უსტარიცმა Marca-სთან საუბარში თქვა, უგუნდოდ დარჩენის შემდეგ, პირველად რა სურვილიც გამიჩნდა, უცხო ქვეყანაში წასვლა, უცხო კულტურის გაცნობა იყოო...
"ეს თავისებურ გამოცდილებას გმატებს ცხოვრებაში. თუმცა, ამ ყველაფრის თავში, რა თქმა უნდა, საფეხბურთო ფაქტორი იყო. იანვრამდე ვიცადე, შემდეგ კი "დინამოს" წინადადება მივიღე. მოხარული ვარ თბილისში გადასვლით. ნამდვილად არ ვნანობ. თბილისი დიდი ქალაქია და "დინამოსაც" დიდი სტადიონი აქვს, თუმცა ზოგადად საქართველოში, ინფრასტრუქტურა დაბალ დონეზეა. რაც შეეხება ჩემპიონატს, კონკურენტუნარიანია და ჩვენი გამარჯვებაც ამიტომაა დასაფასებელი".
30 წლის ცენტრალურმა მცველმა თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება:
"რეალისტი ვარ, მაგრამ ამასთან, იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ყველანაირად ვეცდებით".
როგორც იცით, უსტარიცმა თითქმის მთელი კარიერა "ბილბაოში" გაატარა და ესპანურ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ კლუბში თამაში უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა:
"გამიმართლა, რომ ჩემი ოცნების კლუბში ვთამაშობდი. "ბილბაოს" მადლიერი მუდამ ვიქნები".
თუმცა როდესაც "ბილბაოს" მწვრთნელ მარსელო ბიელსაზე შეეკითხნენ, უსტარიცმა მოკლედ უპასუხა:
"მირჩევნია, მასზე არ ვისაუბრო".
საქმე ისაა, რომ უსტარიცის ბილბაოური კარიერის არევა ბიელსას გუნდში მისვლისთანავე დაიწყო.


ილია ნანობაშვილი

ბადრი კეთილაძის ფოტო

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0