x
image
worldsport.ge
ფერგიუსონის მემკვიდრე დღეს-ხვალ დასახელდება

imageტელეარხ Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა შოტლანდიელი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის შემცვლელს უახლოეს 48 საათში დაასახელებს. ამავე წყაროს ცნობით, მთავარი პრეტენდენტი კიდევ ერთი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესია. ეს უკანასკნელი ამჟამად “ევერტონს” უდგას სათავეში, მაგრამ ლივერპულურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა ალექს ფერგიუსონმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებს.


www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0