x
image
worldsport.ge
მარია ჟოაუ დომინგეშის ვნებანი

imageპორტუგალიაში პოპულარულმა მოდელმა მარია ჟოაუ დომინგეშმა იმდენი იძახა, საფეხბურთო კლუბ “პორტუს” ფანი ვარ და ამ კლუბის ფეხბურთელების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო, მცდელობა-მცდელობაში ერთ-ერთ პორტუელს კი გამოჰკრა ხელი...
პორტუგალიური კლუბის კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი იმდენად მოიხიბლა მარიას მონდომებითა და სხეულის სიკისკისით, რომ საჯაროდ განაცხადა მზაობა მარიასთან თანაყოფაზე და ისიც დასძინა - ამ ქალს თუ სურს, ურთიერთობას “გავასერიოზულებ” კიდეცო.
ალბათ ფოტოებზეც ხედავთ, რომ მარია ჟოაუ დომინგეში ხელწამოსაკრავი ასული სულაც არაა და მისი გარეგნობის ქალს მამაკაცები წესით აქეთ უნდა ეხვეწებოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, მრავალი ლამაზმანის მსგავსად, მარიაც “ფეხბურთელოფილიამ” შეიპყრო, რაც ბოლო დროს ევროპაში ერთგვარ მოდად იქცა.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0