x
image
worldsport.ge
პერესი “რეალში” ზიდანის დაბრუნებას გეგმავს

imageმადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შემცვლელს აქტიურად ეძებს. ევროპული სპორტული გამოცემები უმთავრეს კანდიდატად ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელ კარლო ანჩელოტის მიიჩნევენ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პერესი ანჩელოტის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ამასთან, მწვრთნელის ერთი ასისტენტიც თავად შეურჩევია. ფლორენტინო პერესი სამწვრთნელო შტაბში ლეგენდარული ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის მიწვევას გეგმავს. “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს “სამეფო კლუბში” წლების წინ სპორტული დირექტორის რანგშიც უმუშავია.


www.worldsport.ge

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0