x
image
worldsport.ge
“ბარსელონა” გიუნდოგანით დაინტერესდა

imageდორტმუნდის “ბორუსიას” 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის შეძენით “ბარსელონა” დაინტერესდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა sport.es-ი იუწყება.
კატალონიელები მზად არიან, ფეხბურთელის კონტრაქტის პირობები შეასრულონ და კომპენსაციის სახით “ბორუსიას” 25 მილიონი ევრო გადაუხადონ. თუმცა, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად, მის სანაცვლოდ გადასახდელი საკომპენსაციო თანხა გაზარდოს.
მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა გერმანიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


www.worldsport.ge

1
215
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
215
  
2013, 7 მაისი, 13:10
რეალმა განაცხადა სურვილი ამის ყიდვის და ბარსელონა ხოარ ჩანოუვარდება
0 1 1