x
image
worldsport.ge
ლაპორტა: “ვილანოვას დანიშვნა ნაადრევი იყო”

imageსაფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ექსპრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას აზრით, ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელების წარუმატებლობის მიზეზი მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვაშია. მისი აზრით, კლუბში იჩქარეს, როდესაც ვილანოვას “ბარსას” თავკაცობა ანდეს.
“მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ გვარდიოლა მიდიოდა, “ბარსა” არცთუ იოლ მდგომარებაში აღმოჩნდა. კლუბში ანერვიულდნენ, რადგან კარგად ესმოდათ, რომ პეპის შემცვლელი სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ. საბოლოო ჯამში, ეს საპასუხისმგებლო პოსტი ვილანოვას ანდეს, მაგრამ ის ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ვილანოვა კარგი მწვრთნელია და საკმაოდ ბევრი იცის, მაგრამ პირველ გუნდთან მუშაობა მისთვის ნაადრევია”, – იუწყება ლაპორტას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა goal.com-ი.


www.worldsport.ge

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0