x
image
ვიზა კოხაძე
როგორ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ვანო მერაბიშვილის დედას
image გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა განათლების სამინისტროდან ბრძანება მიიღო ქალაქის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული სკოლის დირექტორად ექს პრემიერის - ვანო მერაბიშვილის დედა იყო დანიშნული.თუმცა სანამ რესურს-ცენტრში დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მივიდოდა, მანამ სამინისტროდან იმავე სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის ხელახალი არჩევის შესახებ წერილი მიიღო, მაგრამ imageსამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორს გაფრთხილება მისცეს და დაკავებულ თანამდებობაზე დატოვეს.

რატომ მივიდა საკითხი გათავისუფლებამდე და რა იყო მთავარი მიზეზი ჟენია მერაბიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებისა?

2013 წლის თებერვლის თვეში

განათლების სამინისტროში საჩივარი შევიდა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების და დამლაგებლებისა, რომლებიც დირექტორს ცემაში ადანაშაულებდნენ.სკოლის მოსწავლეები ცემის ფაქტს ადასტურებენ, რაც თითქოსდა სკოლაში მოსწავლეთა დაგვიანების გამო მოხდა, ხოლო დამლაგებლებთან დაპირისპირებას ხელფასის დაკლებას უკავშირებენ. სამინისტრომ კი პროკურატურას მიმართა საკითხის შესწავლისა და გამოძიების მიზნით მიმდინარე წლის 5 მარტს, სადაც მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო და გამოძიება დღესაც გრძელდება.ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს თანამშრომლები 19 თებერვალს სკოლაშიც იმყოფებოდნენ და დახურული შეხვედრებიც კი გამართეს.


image
აგერ უკვე სამი თვეა მიმდინარეობს გამოძიება და და საქმე ჯერ არ დახურულა.

დირექტორის მიერ მოსწავლეებსა და დამლაგებლებზე ძალადობის ფაქტის შესწავლას პარალელურად სახალხო დამცველის აპარატიც იკვლევდა.ბოლო დროინდელი ინფორმაციით, "აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის" წინა დღეს მოხდა სკოლის დირექტორის განათლების სამინისტროს მიერ გათავისუფლების ბრძანების გაცნობა ქალბატონ ჟენია მერაბიშვილზე, რაზეც მან უკვე ხელი მოაწერა.დამეთანხმებით, უკეთეს სააღდგომო საჩუქარს ვერავინ ინატრებდა.

2
73
28-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
73
  
2013, 5 მაისი, 1:32
საინტერესოაა:))
0 1 2