ფრანგული პრესის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბში დარჩენა აღარ აპირებს. “კარლო ანჩელოტიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ის პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა და წასვლის დეტალები მასთან შეათანხმა” – იუწყება ფრანგული მედია. ანჩელოტი ფრანგულ კლუბში 2011 წლიდან მუშაობს და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.