x
image
worldsport.ge
რობერტ რეკორდოვსკი

imageპოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "დორტმუნდ"-"რეალის" მატჩში (4:1) ჯერაც არნახული რამ მოახერხა: აქამდე "სამეფო კლუბის" კარში 4 გოლი არავის გაუტანია - იგულისხმება ევროტურნირები.
ამასთან, ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ნახევარფინალში "პოკერი" შეუსრულებია. ჰეთ_თრიქი ყოფილა: 1998 წელს ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი"-"მონაკო" 4:1) და 2010 წელს ივიცა ოლიჩი ("ლიონი"-"ბაიერნი" 0:3). სხვა მიღწევა აქვს უნგრელ ფერენც პუშკაშს. მას ნახევარდფინალში არა, მაგრამ ფინალში აქვს გატანილი 4 გოლი: "რეალი"-"აინტრახტის" მატჩში, რომელიც 7:3 დასრულდა.



www.worldsport.ge

1
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
2013, 25 აპრილი, 14:38
მალადეც... :)
0 1 1