ცოტა ხნის წინ 'ადიდასმა' გამოუშვა სარეკლამო კომპანია სათაურით -"ეს ლურჯია.სხვას რა მნიშვნელობა აქვს"?მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სარეკლამო კომპანია გათვლილია ლონდონის საფეხბურთო გუნდ "ჩელსიზე".მოგეხსენებათ, როგორც ადიდასის, ასევე "ჩელსის" ფორმაშიც ლურჯი ფერები ჭარბობს და ამიტომაც აირჩიეს ამ გუნდის რეკლამისათვის, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდებოდა ლურჯ ფერებთან.

უფრო მნიშვნელოვანია ის სიახლე, რომელიც გუნდის ახალ ფორმას უკავშირდება.სწორედ ამაზეა გადატანილი მთავარი ყურადრება, რომ მომავალში "ჩელსის" ახალი ფორმა ადიდასის მაღაზიებში გაიყიდება.ბრენდ ადიდასის წარმომადგენლები ფორმასტან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათ ზუსტად არ იციან თუ როგორი გამოვა ტანსაცმელი და რამდენად მისაღები იქნება იგი როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის.მათი განცხდებით, ისინი მხოლოდ ლურჯ ფერს მიენდობიან.


ადიდასის რეკლამაში მონაწილეობას იღებდნენ "ჩელსის" ფეხბურთელები, რომლებიც მთლიანად ლურჯი საღებავით იყვნენ დაფარულნი.ფოტოზე გამოსახული ფეხბუთელები:( დევიდ ლუისი, ხუან მატა, ედენ აზარი, ფერნანდო ტორესი, ჰერი კახილი, პიტერ ჩეხი) რეკლამის გადაღების მომენტში არიან დაფიქსირებულნი. რაც შეეხება გუნდის კაპიტანს ჯონ ტერის, თავად კაპიტანიც რეკლამის ერთ - ერთი მონაწილეა.
"ჩელსი" ერთადერთი გუნდია ინგლისში, რომელიც საკუთარ თავს ."ლურჯს" უწოდებს.სარეკლამო ვიდეოების და ფოტოების ნახვის შემდეგ მათი ფანებიც ზუსტად ისევე მოექცევიან აღნიშნულ ფერს, როგორც თავად ფეხბურთელები და გუნდიც ახალი რაკურსით იქნება წარმოდგენილი მომდევნო საფეხბურთო მატჩებზე .