საზოგადოება მსოფლიოს 10 მილიარდელი დასახელდა და მათ შორის 5 ამერიკელია 2013, 20 აპრილი, 3:29 2013 წლისათვის მსოფლიოში 10 ყველაზე უმდიდრესი ადამიანის სია გახდა ცნობილი, რომელთა ქონება მილიარდებს ითვლის.პირველ ადგილზე წარმოშობით მექსიკელი, 73 წლის კარლოს სლიმ ელუა, რომლის ქონებამ 73 მილიარდ დოლარს მიაღწია.მიუხედავად იმისა, რომ იგი ქველმოქმედებითაა დაკავებული, გასულ წელს შემოსავალმა 4 მილიარდი დოლარით იმატა.
მეორე ადგილზე ამერიკელი ბილ გეიტსია, რომლის ქონება 67 მილიარდ დოლარს შეადგენს.ბილ გეიტსი ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი მეცენატი მსოფლიოში, რომელსაც 28 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული.
მესამე ადგილზე წარმოშობით ესპანელი, ბრენდ "ზარას" მფლობელი ამანსიო ორტეგაა.მისი ქონება 58 მილიარდს შეადგენს.გასულ წელს შემოსავალი 19, 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მეოთხე ადგილზე ამერიკელი უორენ ბაფეტია, რომლის ქონებაა 53, 5 მილიარდი დოლარი.
ხუთეულში მოხვდა კვლავ ამერიკელი ლარი ელისონი, რომლის ქონებამ 43 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.ცნობილია, რომ მან გასულ წელს ჰავაის ერთ-ერთი კუნძული მთლიანად შეიძინა 500 მილიონ დოლარად. მეექვსე ადგილზე წარმოშობით ამერიკელი ჩარლზ და დევიდ კოხებია, რომლის შემოსავალი 34 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეშვიდე ადგილზე ჰონგკონგის მოქალაქე ლი კა-შინი გახლავთ.მისი ქონება 31 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეერვე ადგილზე ფრანგი ქალბატონი ლილიანა ბეტანკური გახლავთ -კოსმეტიკურ იმპერია "ლორეალის" მფლობელი, რომლის ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეცხრე ადგილზე საფრანგეთის მოქალაქე ბერნარ არნოა, რომელსაც საფრანგეთის მთავრობასთან კონფლიქტის გამო გასულ წელს შემოსავალი 12 მილიარდი დოლარით შეუმცირდა, მაგრამ მაინც უმდიდრესთა ათეულშია და 29 მილიარდის მფლობელია. მეათე ადგილზეა კვლავ ამერიკელი წარმომავლობის ქალბატონი ქრისტი უოლტონი, რომლის ქონება 28, 2 მილიარდი დოლარია. 577 32-ს მოსწონს 3-ს არა
|