x
image
worldsport.ge
კლოპი “დორტმუნდში” რჩება

imageდორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი იმუშავებს.
45 წლის სპეციალისტი მადრიდის “რეალის” თავკაცის პოსტზე ჟოზე მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდებოდა. საუბარია იმ შემთხვევაზე, თუ პორტუგალიელი “სამეფო კლუბს” ზაფხულში დატოვებს, მაგრამ Sky sports-თან საუბარში კლოპმა გუნდის გამოცვლის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო.
“დორტმუნდში” იმდენ ხანს დავრჩები, სანამ ყველაფერს არ გავაფუჭებ და გუნდიდან ჩემს გაგდებას გადაწყვეტენ. მომავალ სეზონშიც ამ გუნდის თავკაცი ვიქნები. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მოხსენიება. ეს ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს აღიარებაა. რა თქმა უნდა, უმჯობესია დაიწეროს, “რეალს” კლოპი სურსო, ვიდრე ის, რომ “რეალს” ნებისმიერი მწვრთნელი სჭირდება კლოპის გარდა. მოურინიოს მომავალზე მაშინ დავეკითხები, როცა ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის გასამართად გვეწვევა”, - თქვა კლოპმა.
გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული, აწ უკვე ექსჩემპიონი “დორტმუნდი” ბუნდესლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც 24 და 30 აპრილს სწორედ მოურინიოს “რეალს” ეთამაშება.


www.worldsport.ge

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0