x
image
worldsport.ge
"ბაიერნი" და "ბარსელონა" - ურთიერთშეხვედრების ისტორია

image23 აპრილს "ალიანს არენაზე", 1 მაისს "კამპ ნოუზე" - გულშემატკივარი საფეხბურთო წარმოდგენებს ნახავს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ახლა მართლაც ძნელია თქმა, ამ წყვილიდან ვინ მოხვდება ფინალში. "ბაიერნმა" უკვე გაინაღდა ბუნდესჩემპიონობა და "ბარსასაც" ცოტაღა აკლია ზეიმამდე.
ბევრის აზრით, მიუნხენური კლუბი ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა "ვალენსიას" პენალტებით მოუგო ლიგის ფინალი, ან "მანჩესტერ იუნაიტედთან" დრამატულად წააგო. "ბარსელონა" კი "ბარსელონაა", ჰყავს ლეო მესი და უეფას რეიტინგშიც N1 კლუბია.
აღსანიშნავია, რომ ეს ბუმბერაზი კლუბები ევროტურნირებზე პირველად 1996 წელს შეხვდნენ ერთმანეთს - უეფას თასის ნახევარფინალში.
იმ დროს კატალონელებს ჯერ კიდევ იოჰან კრუიფი წვრთნიდათ და პირველ შეხვედრაში სტუმრად ისეთ შედეგს მიაღწიეს (2:2), რომ ფინალში გასვლის ფავორიტებად იქცნენ. საპასუხო შეხვედრაში კი მიუნხენელებმა 2:1 იმარჯვეს - ივან დე ლა პენიას გოლი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მანამდე მარკუს ბაბელმა და მარსელ ვიტეჩეკმა გაიტანეს.
"ბარსა" იმ პერიოდში კრიზისში იყო, გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობდა და ჩემპიონობისთვის ვერც კი იბრძოლეს ('ატლეტიკო" გახდა პირველი), ხოლო "ბაიერნი" მშვენიერ ფორმაში იყო. ფინალში მიუნხენელებმა შინ 2:0 და სტუმრად 3:1 სძლიეს ფრანგულ "ბორდოს", რომლესაც ჰყავდა ლიზარაზუ, დიუგარი, ვიჩხე და რაც მთავარია... ზინედინ ზიდანი. მოკლედ, იმ წელს ბავარიელებმა მოიგეს უეფას თასი.
მომდევნო გადაკვეთა 1998/1999 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ჯგუფში ამ გუნდების გარდა იყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და განწირული "ბრონდბიუ". ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა ორივე შეხვედრაში სძლია ლუის ვან გაალის "ბარსას". შინ შტეფან ეფენბერგის გოლით, სტუმრად კი ალექსანდრ ციკლერისა და ჰასან სალიჰამიჯიჩის გატანილებით. მიუნხენელები "კამპ ნოუზე" აგებდნენ (ჯოვანიმ პენალტი შეაგდო), თუმცა თამაში მოატრიალეს.
"ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფიდან გავიდნენ, ფინალამდეც მივიდნენ, იქ კი, ყველამ იცის, რაც მოხდა...
2008/2009 წლების სეზონში კი "ბარსამ" ჯავრი ამოიყარა მეტოქეზე. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ქვას ქვაზე არ ტოვებდა და "ბაიერნსაც" იოლად სძლია. მეოთხედფინალის 4 ტაიმიდან, 3 ინტრიგის გარეშე გაიმართა. "ბარსა" პირველი შეხვედრის 43-ე წუთზე უკვე 4:0-ს იგებდა. ბრწყინავდა მესი, მის დუბლს კი სამუელ ეტოომ და ტიერი ანრიმაც დაამატეს თითო-თითო გოლი.
"ბარსელონამ" იმ წელს ლიგა მოიგო.
ასე რომ, 6 ოფიციალურ შეხვედრაში 3_ში მიუნხენელებმა იმარჯვეს, 2 ფრედ დასრულდა, 1 კი "ბარსამ" მოიგო. ბურთების შეფარდება კი კატალონიელთა სასარგებლოდაა - 9:8.
ბოლოს ეს გრანდები 2011 წელს მიუნხენში, აუდი ცუპ-ის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ბარსელონამ" 2:0 იმარჯვა. ორივე გოლი ტიაგო ალკანტარამ გაიტანა - ჯერ თავით, შემდეგ კი შორიდან ჩახვეული დარტყმით.

2.04.1996. ბაიერნი-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 ოსკარ გარსია (14), 1:1 ვიტეჩეკი (52), 2:1 შოლი (57), 2:2 ჰაჯი (77).
16.04.1996. ბარსელონა-ბაიერნი 1:2
გოლები: 0;1 ბაბელი (40), 0:2 ვიტეჩეკი (83), 1;2 დე ლა პენია (88).
21.10.1998. ბაიერნი-ბარსელონა 1:0
გოლები: 1:0 ეფენბერგი (45)
4.11.1998. ბარსელონა-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ჯოვანი (27 პენ), 1:1 ციკლერი (47), 1:2 სალიჰამიჯიჩი (86).
8.04.2009. ბარსელონა-ბაიერნი 4:0
გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ეტოო (12), 3:0 მესი (38), 4:0 ანრი (43).
23.04.2009. ბაიერნი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 რიბერი (47), 1:1 კეიტა (73).
ასეთივე წერილს "დორტმუნდი"-"რეალის" წყვილზეც შემოგთავაზებთ.


ილია ნანობაშვილი

4
409
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
409
  
2013, 24 აპრილი, 11:52
სასწაული ჩაუტარეს გერმანელებმა,ნუ ესეც ვიცოდი რა ,რო გერმანელები წელს არაფერს დათმობენ და ნამდვილად ისეთ ფეხბურთს თამაშობენ,ვისაც ფეხბურთი უყვარს ხვდება იმას გუშინ ვინ იყო ლიდერი და რომარა მსაჯებისგან იმ ორ პენალტზე თვალების დახუჭვა ,არვიცი რა ანგარიში დაიდებოდა...წელს ბარსელონა არცისეთ კარგ ფორმაშია,უკვე ბოლოსკე სეზონის,ასე რმ ფინალს ნამდვილად რეალი ბაიერნი იმსახურებს,თუმცა დორტმუნდსაც ვერ შევქცევ ზურგს ისეთ სასწაულებს ჩადიან...დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს ფინალში...ჰალა მადრიდ!
2013, 21 აპრილი, 20:42
დიდება ბაიერნს!!!!!!!!!!!!!
2013, 17 აპრილი, 20:02
მიუნჰენის ბაიერნი წინნ !!!
0 1 4