სერია A-ს კლუბები, იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის ოფიციალური მიმართვის გაგზავნას აპირებენ, რათა მათ, გუნდებს ყოველ სეზონში, ორის ნაცვლად, სამი არაევროკავშირელი ფეხბურთელის დამატების უფლება მისცენ.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბებს ასეთი გადაწყვეტილებისკენ ევროთასებზე არადამაკმაყოფილებელმა გამოსვლამ უბიძგა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ნახევარფინალში, ვერცერთი იტალიური გუნდი ვერ გავიდა.
2010 წლიდან აპენინებზე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, თითოეულ იტალიურ კლუბს, ერთი სეზონის განმავლობაში ორზე მეტი არაევროკავშირელი ლეგიონერის დამატების უფლება არ აქვს. ამასთან, “ძველმა” ლეგიონერმა ადგილი ახალს უნდა დაუთმოს, ანუ, გუნდიდან უნდა წავიდეს.
www.worldsport.ge