x
image
worldsport.ge
ჰუფნაგელი - დებიუტი "უნტერჰახინგის" ძირითად გუნდში

image19 წლის ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი გერმანული "უნტერჰახინგის" ძირითად გუნდში პირველად ათამაშეს. ეს მოხდა III ბუნდესლიგის შეხვედრაში, რომელშიც "უნტერჰახინგმა" შინ 2:1 სძლია "კარლსრუეს" და ლიდერობა დააკარგვინა. ლუკას გუნდი კი მე-7 პოზიციაზეა და II ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს.
ჰუფნაგელმა "კარლსრუესთან" სასტარტოში დაიწყო თამაში და 68-ე წუთზე შეცვალეს. მან თავის პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა.
როგორც იცით, ლუკა "უნტერჰახინგის" 19-წლამდელებში გამოდიოდა და აი, ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა.
შეხსენებისთვის, ჰუფნაგელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და სავარაუდოდ, მაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშიც ითამაშებს, რომელიც ბელგიაში გაიმართება. მეტოქეები ბელგია, ინგლისი და შოტლანდია იქნებიან.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0